POLITICO - ბილ ბრაუდერი მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს

19-03-2023 14:52:05 პოლიტიკა

მილიარდერი ბიზნესმენი და კრემლის კრიტიკოსი ბილ ბრაუდერი მოუწოდებს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ბრაუდერის თქმით, "სააკაშვილის შემთხვევაში აშკარაა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია".

„მაგნიტსკის სანქციები არ არის რუსეთის სანქციები. ის გლობალურია. თუ გამოვლინდა, რომ ვინმე ადამიანის უფლებების დამრღვევია, ვინმე ჩადის ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას - რაც, ვფიქრობ, სააკაშვილის შემთხვევაში აშკარაა - მაშინ სანქციები უნდა გავრცელდეს“, - აღნიშნა ბრაუდერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები