ვლადიმერ ჩაჩიბაია პარლამენტის დავტოვებას ითხოვს

19-03-2023 20:50:23 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, პარლამენტის დატოვებას ითხოვს. ამის შესახებ მან "დროებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგან გამოძახილი, ხმის არმიცემას ვგულისხმობ. მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები