
გერმანიაში, მაღაროში აფეთქების შედეგად 30–ზე მეტი მაღაროელი მიწის ქვეშაა მოყოლილი
08/11/2019 10:50:02 სხვა, მსოფლიო
გერმანიაში, ქალაქ ჰალესთან, მაღაროში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 2 მაღაროელი, 30–ზე მეტი კი მიწის ქვეშ 690 მეტრის სიღრმეშია მოყოლილი.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.