Accentnews.ge
გია ნოდია: "დათო ტურაშვილის, გიორგი კეკელიძის, დათო გორგილაძის აშკარა დევნით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იღრმავებს მორალურ იზოლაციას"

გია ნოდია: "დათო ტურაშვილის, გიორგი კეკელიძის, დათო გორგილაძის აშკარა დევნით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იღრმავებს მორალურ იზოლაციას"

20/03/2023 09:07:27 ციტატა

"დათო ტურაშვილის, გიორგი კეკელიძის, დათო გორგილაძის აშკარა დევნით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იღრმავებს მორალურ იზოლაციას. ისევე როგორც 2012 წელს, ის ცდილობს „შუის გაკრეფას“, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს მის სასარგებლოდ აღარ ხდება. ის ყველას ეუბნება: ან ბოლომდე, უპირობოდ ჩემთან იყავი, ან მტერი ხარ. ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი გადადის ყველაზე სახიფათო სტადიაზე, როდესაც რეპრესიის გარდა სხვა რესურსი აღარ აქვს. ამ მომენტში განათლების მინისტრის შეცვლაც ამას ნიშნავს: შეტევას სტუდენტებზე და პროფესორებზე, ვისაც ივანიშვილის პარანოიდულ ტვინში ახალგაზრდობის „ცუდი ქცევა“ ბრალდება. იმედი მაქვს, ასეთი რეჟიმი დიდხანს ვეღარ გაძლებს, მაგრამ სანამ არის, ბევრი ბოროტების გაკეთება შეუძლია. ის გადარჩენას ხედავს იმაში, რასაც მოწინააღმდეგეებს აბრალებს - დესტაბილიზაციაში, ოღონდ საკუთარი სცენარით. ის გამიზნულად (ან, შეიძლება, არაცნობიერადაც) "იჩალიჩებს რევოლუციას", ოღონდ იმედი აქვს, რომ ამით - და მხოლოდ ამით - გაიმარჯვებს. დათო ტურაშვილს კი - ისევე როგორც გიორგის და მეორე დათოს - მხნეობას, ჯანმრთელობას და სიმტკიცეს ვუსურვებ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლანძღვა სინამდვილეში აღიარებაა. სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაუსჯელი არასოდეს რჩება და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ", – აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S