Accentnews.ge
კინოთეატრებში კინოლოგები მუშაობენ

კინოთეატრებში კინოლოგები მუშაობენ

08/11/2019 12:27:39 სხვა, საზოგადოება

კინოთეატრებს, დაებაზებს პრევენციის მიზნით კინოლოგები ძაღლების საშუალებით ამოწმებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვერსია, რომ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები 112-ში დარეკავდნენ და ბომბის არსებობის შესახებ განაცხადებდნენ. 2017 წელს ანალოგიური მეთოდი იქნა გამოყენებული, როდესაც მზიურში მიმდინარეობდა ფილმის ჩვენება. მაშინ ჩვენება ჩაიშალა.  

ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა კინოთეატრ "ამირანთან". აღელვებული, არაფხიზელ მდგმარეობაში მყოფი მამაკაცი "ამირანთან" მივიდა და საკუთარი პროტესტი შეურაცხმყოფელი ფრაზებით გამოხატა. სამართალდამცველებმა ის ადგილს გაარიდეს. 

კინოთეატრ "ამირანთან" განსაკუთრებული მობილიზაციაა. ადგილზე იკრიბებიან ულტრამემარჯვენე ჯგუფები, მათი გამოჩენისთანავე გაძლიერდა პოლიციის მობილიზებაც. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს სხვადასხვა კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაა დაგეგმილი. ამ დროისთვის გაყიდულია ყველა ბილეთი, თუმცა რადილაური ჯგუფები პრემიერის ჩაშლას ითხოვენ და სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ კინოთეატრთან. 

შსს მოუწედებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, აცხადებს, რომ დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას.  

კინოთეატრ „ამირანის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაიცავენ მომხმარებლის უფლებებს და შსს-სთან ერთად უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხო შესვლას დარბაზებში.

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური არის მზადყოფნაში, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე. მაყურებლებს ვთხოვთ, ვინც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დღევანდელ სეანსზე ბილეთები შეიძინა, მოვიდნენ სეანსამდე ნახევარი საათით ადრე, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად შევუშვათ თავიანთ ადგილებზე დარბაზებში“, – განაცხადა კინოთეატრ „ამირანის“ მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S