დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს მოუსმინეს

20-03-2023 17:18:44 რეგიონები ,რეკლამა

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს მოუსმინეს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა,ასევე, მიმდინარე წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2022 წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 82 413 200 ლარს, ხოლო 2023 წელს აღნიშნული ბიუჯეტი გაიზარდა 23 079 000 ლარით და შეადგინა 105 446 000 ლარი, რაც სამინისტროს სფეროში შემავალი თითოეული მიმართულებით გაზრდილ მხარდაჭერასა და ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისათვის”- აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა 2022 წელს და გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი 2023 წლისთვის, რაც 80 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას გულისხმობს.

გასულ წელს სამინისტროს მხარდაჭერით და ფინანსური უზრუნველყოფით 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო საერთაშორისო გამოცდილება, ეს ციფრი, ისევე როგორც ბევრი სხვა მონაცემი, იქნება მზარდი 2023 წლისთვის.

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა/დაფინანსებისთვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება მიმდინარე წელს.

ახალი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

კულტურის მიმართულებით ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ამ სფეროს ხელშეწყობას 30 მილიონი ლარი მოხმარდება. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში ხელოვანებისთვის გაჩნდება ახალი შესაძლებლობები.

6.5 მილიონი ლარი დაიხარჯება კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

2022 წელი იყო პირველი პოსტპანდემიური წელი, როდესაც სრულად აღდგა სპორტული პროცესი, მოიხსნა არსებული შეზღუდვები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სპორტული პროგრამების ბიუჯეტი.

News

Other news