Accentnews.ge
„სამხედრო დამნაშავეა“, „შეაგინე პუტინს“, თამაშებია, რომ ბუნტი გამოიწვიონ – ვოლსკი

„სამხედრო დამნაშავეა“, „შეაგინე პუტინს“, თამაშებია, რომ ბუნტი გამოიწვიონ – ვოლსკი

20/03/2023 15:39:11 პოლიტიკა

„სამხედრო დამნაშავეა", "შეაგინე პუტინს, ამით გამოხატე შენი პოლიტიკური დამოკიდებულება" – ეს ის თამაშებია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ბუნტი გამოიწვიონ, ვიღაცას პრორუსულობა დააბრალონ და ა.შ.“, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კითხვას, არის თუ არა ვლადიმირ პუტინი სამხედრო დამნაშავე.

მისი თქმით, საქართველო იმ 38 ქვეყანას შორისა, რომლებმაც მიმართეს ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით და ამ ფაქტის მითვისებას ვერავინ შეძლებს:

„სერიოზულად თუ გინდათ ამ თემის განხილვა, აბსოლუტურად სხვა რაკურსით უნდა შევხედოთ. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში შევიდა მოთხოვნით, რომ გამოძიება დაწყებულიყო რუსეთის, როგორც აგრესორის წინააღმდეგ. არცერთი ადამიანის დანაშაული არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. ამით ყველაფერია ნათქვამი. არასერიოზული ლაპარაკი, რომ აბა, შეაფასე წინასწარ, სასამართლო სანამ იტყვის, შენ გამოიტანე ვერდიქტი, არ არის ის თემა, რომელიც დღეს უნდა აქტუალური იყოს.

ვინაიდან ყველამ გაიგო, რომ ჰააგის ტრიბუნალში საკითხის შეტანაში საქართველო იყო 38 ქვეყანას შორის, ახლა ცდილობენ, ეს ინფორმაცია გადაფარონ. პირადად ეჭვი მაქვს, უკრაინის ელჩის გაწვევაც კი ამ თემას დაამთხვიეს, რომ არ ყოფილიყო ხაზგასმული, რომ ჰააგის ტრიბუნალს საქართველომ მიმართა და უკრაინა მაინც უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო არ ერთვება საომარ ვითარებაში, ეს იმიჯი უნდა დარჩენილიყო და ვფიქრობ, პოლიტიკური თამაში სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა და მომავალშიც ამ ვითარებით განვითარდება“.

ვოლსკის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შეუქცევადი პროცესები დაიწყო:

„ჰააგას ჩვენ გადავეცით ეს საკითხი და რაც არ უნდა ეცადოთ, ამას ვერ მიითვისებთ. ეს არის სერიოზული, არამარტო სამართლებრივი, პოლიტიკური გადაწყვეტილება და აჩვენებს, რომ ამის უკან შეუქცევადი პროცესები დაიწყო იმ თვალსაზრისით, რომ არა მარტო სამართლებრივი შეფასებები იქნება და ყველა დამნაშავეს თავის პასუხი გაეცემა, არამედ პოლიტიკურად შეუქცევადი პროცესია, როდესაც დაპირისპირება შედის ახალ ფაზაში და იძენს პრაქტიკულად ისეთ ხასიათს, რომლის პირობებში ყველა ქვეყანა თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. საქართველოს ინტერესი არის მთავარი – შეინარჩუნოს სტაბილურობა ქვეყანაში“.

იხილეთ ასევე: „ეს პირველი ნაბიჯია“: ისტორიული ორდერის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S