საქართველო ბედნიერების რეიტინგში ომში მყოფ უკრაინას მხოლოდ ორი პოზიციით  უსწრებს, ხოლო ომგადატანილ სომხეთს ჩამორჩება

20-03-2023 21:42:46 საზოგადოება

გაეროს გლობალური მდგრადი განვითარების ორგანიზაციამ მსოფლიოს ქვეყნებში ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის მიხედვით ირკვვა, რომ საქართველოს ომში მყოფ უკრაინას მხოლოდ ორი პოზიციით უსწრებს, ხოლო მეზობელ სომხეთს, რომელმაც გადაიტანა ომი და მუდმივი დაძაბულობა აქვს საზღვართან, ჩამორჩება. კერძოდ, ბედნიერების რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილზეა, სომხეთი 79-ზე, უკრაინა - 92-ზე, აზერბაიჯანი სიაში არ არის.

რაც შეეხება რუსეთს, ის 70-ე პოზიციას იკავებს.

ანგარიშში წარმოდგენილ 137 ქვეყანას შორის ყველაზე დაუცველად გრძობენ თავს სიერა - ლეონეში, ლიბანში და ავღანეთში, ხოლო რეიტინგის უცვლელი ლიდერი მეექვსე წელია, ფინეთი გახლავთ. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში ასევე მოხვდნენ დანია, ისლანდია, ისრაელი და ნიდერლანდები. მათ მოსდევს შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ახალი ზელანდია.

ბედნიერების ყოველწლიური ანგარიშები ეფუძნება Gallup International-ის მონაცემებს, რომელიც ატარებს გამოკითხვებს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში. რეიტინგში გამოთვლები მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა მოსახლეობის შემოსავლის დონე, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებაში კორუფციის არსებობა, თავისუფლება და ურთიერთდახმარება.

საქართველოში გაჩაღებული ანტიდასავლური კამპანიის მთავარი ხაზი, რომელშიც მმართველი გუნდის წევრებიც არიან ჩართული, დასავლეთის მიერ „ომში ჩართრევის“ მცდოლობაა და სახელისუფლებო პარტია მის მთავარ მიღწევად „სტრაბილურობას“ გვთავაზობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები