Accentnews.ge
ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში „წამების ორგანიზატორის“ აფეთქების შესახებ იუწყებიან

ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში „წამების ორგანიზატორის“ აფეთქების შესახებ იუწყებიან

20/03/2023 19:16:44 ევროპა

ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც რუსული არმია აკონტროლებს, მოკლეს წინასწარი დაკავების ცენტრის უფროსი სერგეი მოსკალენკო, რომელიც თანამშრომლობდა რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებასთან. მისი მანქანა დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო მიიჩნევს, რომ წამება წინასწარი დაკავების იზოლატორში მოსკალენკოს ხელმძღვანელობით ხდებოდა.

გასული წლის სექტემბერში უკრაინის ხერსონის რეგიონის პროკურატურამ მოსკალენკოს წინააღმდეგ საქმე მტერთან თანამშრომლობის მუხლით აღძრა.

მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 17 მარტს ხერსონის რაიონის სოფელ იუბილეინოეში ააფეთქეს მოსკალენკოს კუთვნილი მანქანა. 19 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, თუმცა, მიუთითა, რომ მოკლული ოცეულის მეთაური იყო.

უკრაინული მედია მოსკალენკოს "წამების ორგანიზატორს" უწოდებს. მათი ინფორმაციით, 44 წლის მოსკალენკო ნოვა კახოვკას მკვიდრი და ადგილობრივი ფირმის მფლობელი იყო, რომელიც დაცვას უზრუნველყოფდა. რუსული ჯარების შესვლის შემდეგ მან დაიწყო რუსებთან თანამშრომლობა და მიიღო წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსის თანამდებობა, სადაც უკრაინის დაზვერვის ცნობით, აწამეს დატყვევებული უკრაინელი სამხედროები და მათთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი მშვიდობიანი მოქალაქეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S