ყირიმის ჩრდილოეთით აფეთქებებისა და სროლის შესახებ იუწყებიან

21-03-2023 00:27:36 ევროპა

ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანკოიში აფეთქებების და სროლების ხმები ისმოდა. ადგილობრივები ტელეგრამ–არხებში იუწყებიან დრონებით შეტევის თაობაზე, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის.

ტელეგრ–არხებმა «Типичный Джанкой» და «Украина сейчас» გამოაქვეყნეს ჩანაწერები, რომელიც აფეთქებებისა და სროლის ხმები ისმის.

«Типичный Джанкой» წერს, რომ დრონის ფრაგმენტები ჩამოვარდა მე-7 სკოლასთან, რომელიც სამხედრო აეროდრომიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

პრორუსული Readovka იუწყება, რომ საჰაერო თადაცვის სისტემები ესვრიან დრონებს. ანექსირებული ყირიმის რუსი ხელმძღვანელის მრჩეველი ოლეგ კრიუჩკოვი გამოვიდა მოწოდებით, რომ დაელოდონ ოფიციალურ ინფორმაციას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები