Accentnews.ge
NATO–სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩო: "ჩვენ ვეცდებით, რეგიონებში უფრო მეტი ვიმუშაოთ"

NATO–სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩო: "ჩვენ ვეცდებით, რეგიონებში უფრო მეტი ვიმუშაოთ"

21/03/2023 07:05:03 პოლიტიკა

საქართველოში რუმინეთის ელჩ რაზვან როტუნდუს განცხადებით, NATO–სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩო ქვეყნის რეგიონებში მეტ მუშაობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ დიპლომატმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ საკონტაქტო საელჩოს ძირითადი ფუნქციაა, საჯარო დიპლომატიის გამოყენებით უფრო უკეთ გააცნოს ქართულ საზოგადოებას ალიანსი.

"NATO–სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოები ძირითადად საჯარო დიპლომატიას იყენებენ. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ NATO ქართულ საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ. ჩვენ ვეცდებით, რეგიონებში უფრო მეტი ვიმუშაოთ", – განუცხადა ელჩმა "აქცენტს".

რაც შეეხება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, რუმინელი დიპლომატის თქმით, "NATO–ს სტრატეგიული კონცეფცია კიდევ ერთხელ ადასტურებს "ღია კარის" პრინციპს".

"გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ NATO მოქმედებს კონსენსუსის საფუძველზე, ამიტომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის გაფართოება, ყველა მოკავშირემ უნდა დაამტკიცოს", – დასძინა რუმინეთის ელჩმა.

ცნობისთვის: გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში NATO–სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.

NATO–ს საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. NATO-ს საკონტაქტო საელჩო მხარს უჭერს მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტების და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S