Accentnews.ge
„15–წუთიან ვადას ვაძლევ ნინო ლომჯარიას“

„15–წუთიან ვადას ვაძლევ ნინო ლომჯარიას“

08/11/2019 14:24:18 სხვა, საზოგადოება

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველს 15–წუთიან ვადას აძლევს, რათა მივიდეს ფილარმონიასთან და დაიცვას მათი უფლებები.

„15–წუთიან ვადას ვაძლევ ნინო ლომჯარიას. მოვიდეს, გაწიოს პოლიციის კორდონი და გაგვიშვას მშვიდობიანი დემოსტრანტები. ჩვენ ვაპირებთ  მშვიდობიანი პროტესტიის გამოხატვას უშუალოდ კონოთეატრთან. მოვითხოვთ, რომ გზა გახსნან და მოგვცენ ტროტუარზე გადაადგილების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული ყველა ქმედება იქნება კანონს დარღვევა და არავის არ ვაპატიებთ ამას. ჩვენ ვიქნებით მშვიდობიანები და არავის არაფერს არ დავუშაბვებთ“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ამ დროისთვის ქვეყანაში არსებულ ყველა კონოთეატრთან პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S