კობახიძე: "რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები ერთი და იგივეა, გამიჯვნა შეუძლებელია"
21/03/2023 09:38:31 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები ერთი და იგივეა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის მისაღებია მხოლოდ „ობიექტური კრიტიკა“, „არაობიექტურს“ კი, „სათანადო რეაგირებით“ უპასუხებენ.
„მე ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, ვნახე რამდენიმე სათაური, ყურადღებით გავეცნობი და სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მხედველობაში მივიღებთ, შეიძლება იყოს ისეთი რაც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, ამაზეც გვექნება შესაბამისი რეაქცია. რეალურად არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე, რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, აქედან გამომდინარე გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორი მიმართულების განცხადებებს შორის. ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით ამ ანგარიშს და როცა ვსაუბრობ ამაზე, რომ ყურადღებით გავეცნობით, ე.ი. ღირებულება აქვს, ღირებულია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ობიექტური კრიტიკა, თუ კრიტიკა არაობიექტური იქნება, სათანადო რეაგირება გვექნება. კონკრეტული მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში არ არის ობიექტური კრიტიკა, ამაზე გვექნება რეაგირებ“, - განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე: რა საკითხებზე ამახვილებს ყურადებას სახდეპი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში .


