Accentnews.ge
კინოთეატრ "ამირანთან" ვითარება დაიძაბა

კინოთეატრ "ამირანთან" ვითარება დაიძაბა

08/11/2019 14:52:59 სხვა, საზოგადოება

ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები კინოთეატრ "ამირანში" შეღწევას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ განაცხადეს, ძალადობრივ მეთოდებს არ მიმართავდნენ ფილმის "და ჩვემ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩასაშლელად, ცდილობენ პოლიციის კორდორის გარღვევას და შენობაში შესვლას. კორდორი რამდენიმე რიგადაა შექმნილი, რადიკალი ჯგუფები კი კინოთეატრის შესასვლელთან ახლოს იმყოფებიან. აქციის მონაწილეთა ნაწილს ნიღბები უკეთია, ნაწილი მათგანი პოლიციის მიერ მომზადებულ ჯებირებზე გადასვლას ცდილობს, დაფიქსირდა პოლიციის მისამართით შუშხუნების სროლის ფაქტებიც - აქციის მონაწილეთა ნაწილი პიროტექნიკას იყენებს. 


ფილმის ნახვის მსურველების ნაწილი უკვე თეატრში იმყოფება. ჩვენება 19:00 საათზე დაიწყება. "ამირანის" შესასვლელი კარი უკვე დაკეტილია და შიგნით არავის უშვებენ. სეანსზე დასწრების მსურველებს შენობაში შესვლა ამ დრომდე უნდა მოესწრო.  

შსს-ს ამ დროისთვის დაკავებული არავინ ჰყავს. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S