შოლცმა პუტინთან სატელეფონო მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა

21-03-2023 18:14:59 ევროპა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დიუსელდორფში Rheinische Post-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

ბოლოს შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო კომუნიკაცია გასული წლის დეკემბერში შედგა. კანცლერის თქმით, „მოლაპარაკებები კოორდინირებულია გერმანიის მოკავშირეებთან და შემდეგ კრისტალიზდება აზრთა მორიგი გაცვლის საჭიროება“. შოლცმა განმარტა: ”ეს არ არის ისე, რომ მე მესიჯს ვწერ და ვეკითხები, გვინდა თუ არა კვლავ ვისაუბროთ”. მისივე თქმით, ამ მიზნით სპეციალური სატელეფონო კავშირი არსებობს.

საუბრები, როგორც წესი, დაახლოებით საათნახევარს გრძელდება. კანცლერის თქმით, ზოგჯერ ლიდერები გერმანულ ენაზე საუბრობენ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი კარგად ფლობს გდრ-ში КГБ-ს ოფიცრად მუშაობის შემდეგ. ზოგჯერ პუტინი უარს ამბობს რუსულად თარგმნაზე, რადგან უკვე გაიგო შოლცის ნათქვამი. "თუ ეს აწყობს", პუტინი გერმანულად ლაპარაკობს.

შოლცი და პუტინი ერთმანეთს „თქვენობით“ მიმართავენ (საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პუტინი, მაგალითად, ერთმანეთს მიმართავენ "შენ"). შოლცის თქმით, მოლაპარაკებები, პოზიციების განსხვავების მიუხედავად, თავაზიან სტილში მიმდინარეობს. თუმცა, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბრის დროს "ჩვენი უკიდურესად განსხვავებული პოზიციები უკრაინის ომთან დაკავშირებით აბსოლუტურად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული". შოლცმა თქვა: ”მე მუდმივად ნათლად ვუთხარი პუტინს, რომ მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი ომზე. რუსეთმა შეუტია მეზობელს უმიზეზოდ, რათა დაეპყრო უკრაინის ნაწილები ან მთელი ქვეყანა. ეს ძირეულად არღვევს ევროპის და მსოფლიო წესრიგს”.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვთან სატელეფონო კონტაქტის შენარჩუნებას ცდილობენ. ამის გამო კიევმა ისინი მკაცრად გააკრიტიკა.

მანამდე შოლცმა განაცხადა, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში საუბრები აუცილებელია“. მისი თქმით, პუტინს მუდმივად სჭირდება დასავლეთის აზრის შეხსენება რუსეთის „უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომის შესახებ“.

შოლცს არ უთქვამს, დარჩება თუ არა სატელეფონო კონტაქტზე პუტინთან მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კრემლის ლიდერის დაკავების ორდერი გამოსცა. გერმანია ცნობს ამ სასამართლოს იურისდიქციას და გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, პუტინის დაკავება მოუწევს, თუ რუსეთის ლიდერი მის ტერიტორიაზე მოულოდნელად გამოჩნდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები