
სტოლტენბერგი – ჩვენ დავინახეთ გარკვეული მინიშნებები, რომ რუსეთმა ჩინეთს ლეტალური იარაღით დახმარება სთხოვა
21/03/2023 16:01:00 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ რუსეთმა ჩინეთს ლეტალური იარაღით დახმარება სთხოვა.
"ჩვენ არ გვინახავს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი აწვდის რუსეთს ლეტალური იარაღს, მაგრამ ჩვენ დავინახეთ გარკვეული მინიშნებები, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან მოთხოვნა და ეს არის საკითხი, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება პეკინში განიხილავს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, „ჩინეთმა რუსეთს ლეტალური დახმარება არ უნდა გაუწიოს".
"ეს იქნება უკანონო ომის მხარდაჭერა“, -დასძინა მან.