
დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ
08/11/2019 15:30:21 სხვა, სამართალი
"რესპუბლიკელ" დავით ბერძენიშვილს ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ. კინოთეატრ "ამირანთან" მოხდა. ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილზე იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად მივიდა, რომელთაც ფილმის ნახვის სურვილი აქვთ და რაც მთავარია, მათ ამის უფლება აქვთ, თუმცა ხელისუფლება ამ უფლებას სათანადოდ ვერ იცავს. ბერძენიშვილის გამოჩენამ რიგი მომიტინგეების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ბერძენიშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ხოლო შემდეგ როდესაც ბერძენიშვილი ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში საუბარს მორჩა, ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. ინციდენტში საპატრულო პოლიცია ჩაერთო და ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.
"სანდრო ბრეგაძე ყველა ხესილუფლების დავალებას ასრულებდა. ეს არის რუსული შეკვეთის შემსრულებელი ადამიანები...ჯგროდ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, ინდივიდუალურად მოდით, კურდღლები არიან",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
კინოთეატრებთან რადიკალი ჯგუფები არიან მობილიზებული. მათ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლა სურთ. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება "ამირანთანაა".