
ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა
22/05/2019 15:21:50 სხვა, საზოგადოება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა) კლდის მასა ჩამოიშალა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ არის შეფერხებული.
ადგილზე მობილიზებულებია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.