ფოთში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა

21-03-2023 15:10:41 რეგიონები

ქალაქ ფოთში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - ამ გზავნილმა გააერთიანა ღონისძიების ყველა მონაწილე. 21 მარტის მთავარი გმირები ფერად და მხიარულ აქტივობებში ჩაერთნენ - იცინეს, იცეკვეს და ბევრი ადამიანისთვის გასცეს სითბო.

ღონისძიებას ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო, მიესალმა დამსწრე აუდიტორიას და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. "

"განსაკუთრებული ემოციით აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ ეს განსაკუთრებული ადამიანები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე"-განაცხადა ფოთის მერმა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღმნიშვნელ „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიციას“ კიდევ ერთხელ შეუერთდა. სოციალური საწარმო ,,ბაბალეს'' წინდებით მხიარული ფოტოსესია შედგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები