
შსს-მ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
22/03/2023 11:21:32 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით აღიძრა, რაც სწორედ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კაცი, რომელიც მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.