Accentnews.ge
ვასაძე: "საზოგადოებრივი პროტესტი გაგრძელდება"

ვასაძე: "საზოგადოებრივი პროტესტი გაგრძელდება"

08/11/2019 16:54:09 ციტატა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, დღევანდელი დღის შემდეგ საზოგადოებრივი პროტესტი კვლავ გაგრძელდება. იგი უარყოფს იმ მოქალაქეებთან კავშირს, რომლებიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების დროს კონოთატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე აგრესიით გამოირჩეოდნენ და სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ.

ვასაძე აცხადებს, რომ აგრესიას ემიჯნება, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ  ვერის ბაღში ვასაძემ თანამოაზრეებს  მოუწოდა ძალა არ იხმარონ, თუმცა "პოლიციის კორდონს მიაწვენ და გაწიონ". 

„მინდა, ამ პოლიციელებს მივმართო. როგორ უნდა მიუჭახუნოთ ჭიქა და საქართველოს სადღეგრძელო როგორ უნდა დალიოთ, რა ხელფასი გიღირთ ეს? [...]ამ ქვეყანაში მე დამცინიან, ლაფში მსვრიან და ერთი ადგილის რაინდს მეძახიან ეგ ერთი ადგილის მიმცემები ეგენი. თქვენ მაგათი დაქირავებული ხალხი ხართ და მე მაწვებით? რა გამოვა ამ საქართველოდან, სადაც ქართული ცეკვის მოცეკვავეები ერთმანეთს ტყ... ენ და თქვენ ამას იცავთ. ერთი დღე დაგრჩათ ან 10 000 მერე რა ხდება შუქი ქრება, მერე გადადიხარ იმ სამყოფელში, სადაც თქვენი ბებია–ბაბუები დაგხვდებათ და გკითხავენ: შე შობელძაღლო, რა შვებდი, როცა საქართველოს რყვნიდნენო?!. ბებერ ლელობურთელს, რომელსაც ყველა ძვალი მოტეხილი მაქვს, რას მაბურთავებთ აქ თქვე პაცნებო თქვენა. ვინ გგონივართ მე თქვენ?! თვალში ხომ არ გეპატარავებით?! მოდით და ჩამქოლეთ! რას მეთამაშებით, ხომ ხედავთ ერთი ხელი არ დამირტყამს თქვენთვის. ერთ–ერთი თქვენი ჩათლახი მოვიდა ფეხები მირტყა დამილურჯა. როგორ არ გრცხვენიათ?! რვა შვილის მამა ვარ ბოლო–ბოლო. [...] დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, რომ მისი სიწმინდე შევინარჩუნო, მისი ტრადიციები გადავარჩინო და სიმწრის დაცინვის და ცინიზმის მეტი ვერაფერი ვნახე. [...] თქვენი შვილი ასეთ კინოებში მოსიარულე გინდათ გამოვიდეს? იმდენი თქვენ რა გითხარით, რაც თქვენ ეგ არ გინდათ და ნუ იმართლებთ თავს ბრძანება გვაქვს ასეთიო. უნამუსო ბრძანებების შემსრულებელს არ გაუხარია არასოდეს. რას გვეჯიკავებით, ვდგავართ აქ ვლოცულობთ და ვაპროტესტებთ. [...] საზოგადოებრივი პროტესტი გაგრძელდება", –  მიმართა ბიზნესმენმა ლევან მასაძემ კონოთეატრ "ამირანთან" მყოფ სამართალდამცველებს, რომლებიც ვასაძეს და მის მხარდამჭერებს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლა სურთ. 

ამასთან, ვასაძე დღეს ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S