Accentnews.ge
მუხიანში, კორპუსის ლიფტში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

მუხიანში, კორპუსის ლიფტში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

23/03/2023 07:25:38 სამართალი

მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებული 45-წლამდე მამაკაცია.

მუხიანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი გუშინ დილით იპოვეს. ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე იარაღით მიყენებული დაზიანებები, ამის გარდა კი დამწვრობა აღენიშნებოდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S