სლოვაკეთმა უკრაინას გამანადგურებელი გადასცა

23-03-2023 18:22:37 ევროპა

სლოვაკეთმა უკრაინას მიგ-29-ის ტიპის პირველი ოთხი გამანადგურებელი გადასცა.

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრანსპორტირება უკრაინელმა მფრინავებმა სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და უკრაინელი პერსონალის დახმარებით უზრუნველყვეს.

„სლოვაკეთი სწორ მხარესაა და ამ ჟესტით ჩვენ, როგორც ქვეყანა, დიდი ასოებით შევედით თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომელიც საუბრობს დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ერის სიდიადეზე“, – დასძინა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა.

სლოვაკეთი დანარჩენ ცხრა თვითმფრინავს უკრაინას უახლოეს კვირებში გადასცემს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები