უკრაინაში შვეიცარიული წარმოების ჯავშანმანქანა შენიშნეს - მედია

23-03-2023 22:46:29 ევროპა

უკრაინის ფრონტისპირა ქალაქებში შეამჩნიეს Eagle I-ის ჯავშანმანქანა, რომელიც შვეიცარიული კომპანია Mowag-ის მიერ არის წარმოებული - იუწყება უკრაინული მედია Neue Zurcher Zeitung–ზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ახლა ქვეყნის ხელისუფლება ამოწმებს, თუ როგორ შეიძლებოდა ტექნიკის უკრაინაში მოხვედრა, როდესაც შვეიცარია ნეიტრალიტეტის გამო არ აწვდის იარაღს მეომარ მხარეებს.

როგორც ირკვევა, ჯავშანმანქანა დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარში მომუშავე ესპანელ ფოტოგრაფ ხოსე კოლონის ობიექტივში მოხვდა. ის ასევე შენიშნეს ავდიევკადან სააგენტო AFP-ის მიერ გადაღებულ ფოტოზე. ორივე ქალაქი ამჟამინდელ ფრონტის ხაზთან ახლოსაა.

მანამდე შვეიცარიამ აუკრძალა ევროპულ სახელმწიფოებს მისი წარმოების სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში რეექსპორტი, ამდენად, როგორ მოხვდა შვეიცარიული ტექნიკა უკრაინაში, გაურკვეველია, –წერს NZZ.

შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ, რომელიც პასუხისმგებელია რეექსპორტის ლიცენზიების გაცემაზე, ხუთშაბათს დაუდასტურა SRF, რომ დაახლოებით 30 წლის წინ დანიამ იყიდა 36 Eagle 1, რომელთაგან 27 მოგვიანებით მიყიდა კერძო გერმანულ კომპანიას.

უწყება აღნიშნავს, რომ გერმანულმა კომპანიამ ხელი მოაწერა არაექსპორტის დეკლარაციას და მას შემდეგ მისგან არც ერთი მოთხოვნა არ მიუღია Eagle I ტანკების გადაცემის შესახებ. დანიამ ასევე განაცხადა, რომ მათ არ გადაუტანია შვეიცარიაში შეძენილი Eagle-ის არც ერთი მანქანა უკრაინაში.

ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნომ გერმანიასთან ერთად დაიწყო გამოძიება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები