Accentnews.ge
Bloomberg: აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო Credit Suisse-სა და UBS-ს სანქციების გვერდის ავლაში რუსი ოლიგარქების შესაძლო დახმარების შემთხვევების გამოსავლენად ამოწმებს

Bloomberg: აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო Credit Suisse-სა და UBS-ს სანქციების გვერდის ავლაში რუსი ოლიგარქების შესაძლო დახმარების შემთხვევების გამოსავლენად ამოწმებს

24/03/2023 06:50:50 პოლიტიკა, სამართალი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს რიგ ბანკებს, მათ შორის - შვეიცარიულ Credit Suisse-სა და UBS-ს, სანქციების გვერდის ავლაში რუსი ოლიგარქების შესაძლო დახმარების შემთხვევების გამოსავლენად, - იუწყება Bloomberg საკუთარ წყროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკვე დაგზავნა უწყისები რამდენიმე ამერიკულ ბანკშიც, მაგრამ კონკრეტულად რომელში - ჯერ არ საჯაროვდება.

Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამერიკულ უწყებას სურს, გამოავლინოს ბანკების ის თანამშრომლები, რომელთაც სანქცირებულ კლიენტებთან ჰქონდათ შეხება, დაადგინოს, როგორ მოწმდებოდნენ ეს კლიენტები ბოლო წლებში და ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას.

გამოცემის ცნობით, შვეიცარიულმა ბანკებმა უწყისები UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ამასწინანდელ შთანთქმამდე მიიღეს.

თავად Credit Suisse-სა და UBS-ში კომენტარისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის: 2022 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჩამოაყალიბა საგამოძიებო ჯგუფი KleptoCapture, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული დასავლური სანქციების დაცვას უწევს მონიტორინგს. KleptoCapture-მა დროებით უკვე დააყადაღა რიგი რუსი ოლიგარქების მნიშვნელოვანი აქტივები.

Credit Suisse-თან დავა აქვს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც. ერთი წლის წინ მან შვეიცარიულ ბანკს ბერმუდის სასამართლოში ერთი დავა მოუგო და მისგან 500 მლნ დოლარზე მეტს მიიღებს (Bloomberg 607 მლნ-ზე წერს). მოგვიანებით მხარეები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ. მიმდინარე წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse-მა ივანიშვილს 210 მლნ დოლარი გადაუხადა. თუმცა მისი ჯამური სასარჩელო თანხა დაახლოებით $800 მლნ-ს შეადგენდა.

ივანიშვილი ირწმუნება, რომ თანხები ბანკის ყოფილი მენეჯერის - პატრის ლესკოდრონის გამო დაკარგა, რომელიც თაღლითობისთვის გაასამართლეს. ლესკოდრონმა 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Credit Suisse-თან ივანიშვილის დავის ახალი ეტაპი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა, მაგალითად, ინფორმაცია ბანკის მიერ მილიარდერის კუთვნილი 2,7 მლრდ გირვანქის დაყადაღების შესახებ, რაც მათ შესაძლო რუსულ წარმომავლობას უკავშირდებოდა.

ივანიშვილის ადვოკატები პერიოდულად ავრცელებენ განცხადებებს, რომელშიც შვეიცარიულ ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S