
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა
09/11/2019 09:04:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.
„ლელოს“ ახალი წევრები არიან:
ფრიდონ გაფრინდაშვილი – ელექტროინჟინერი, სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრი; მიტროფანე სტურუა – იურისტი; მანანა ბანძელაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი; დავით ჩხეიძე – პროფესიით ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე; თამარ წამალაიძე – ფსიქოლოგი; გია პატარიძე – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, ქიმიკოსი; გიორგი მახარაძე – იურისტი; ნათია ხელაია – საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი.; გიორგი ბაკაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი; პაატა დარახველიძე – იურისტი; ლილე მაღლაფერიძე – ეკონომიკის მაგისტრი; დიმიტრი აბაშიძე – ინჟინერი და ეკონომისტი.
ღონისძიება სამტრედიაში სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“ გაიმართა.
ცნობისთვის: ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა, სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს შეარჩევს. ხაზარაძის თქმით, ზემოთხსენებული ადამიანები საზოგადოებრივ მოძრაობაში იქნებიან და მათი ნაწილი შეიძლება, ვიხილოთ პარტიაშიც, თუმცა პარტია სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარტიის პრეზენტაცია 12 დეკემბერს გაიმართება. მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.