
ჩარკვიანი – ღარიბაშვილს: "გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ეს იყოს არაპოპულარული, მაგრამ ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი"
24/03/2023 10:05:30 ციტატა
„შეიძლება ძალიან არაპოპულარული იყოს, მაგრამ მე დღეს მოვედი თხოვნით. მე განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა, რომ ჩემი თავი არ ჩამეგდო უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ამას ხშირად არასწორი და სუბიექტური პოლიტიკური განხილვა მოჰყვება ხოლმე. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება ეს იყოს არაპოპულარული, მაგრამ ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა გულწრფელობითაც ამას ვამბობ, ამის მტკიცება არ მჭირდება“, - მიმართა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.