უსუფაშვილი – ღარიბაშვილს: არც შენ, არც მე, არც ბიძინას, არც მიშას და არც არავის ევროპული მომავლისთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც გააკეთა ტურაშვილმა, კეკელიძემ და სხვებმა"

24-03-2023 14:09:08 ციტატა

"ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, ვის გაუკეთებია ჩვენზე მეტი ევროპული მომავლისთვის და ვინ აკეთებს ჩვენზე მეტსო. ირაკლი, მოგმართავ ასე და შენც შეგიძლია, მომმართო დათო. არც შენ, არც მე, არც ბიძინას, არც მიშას და არც არავის გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რამდენიც გააკეთა დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ, ვანო ჩხიკვაძემ, ლევან ცუცქირიძემ, უამრავმა ადამიანმა. მოდი, კეთილი ვინებოთ პოლიტიკოსებმა და იმ საკითხებს, რომელიც ქართველი ხალხის მონაპოვარი, და კონკრეტული მოქალაქეების შექმნილია ეს ქვეყანა, ნურც ნურაფერს ვამადლით და ნურც ნურაფერს ვიბრალებთ, რომ ჩვენია", – ასე მიმართა პოლიტიკოსმა დავით უსუფაშვილმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები