უკრაინამ რუსეთს ყველა მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვე გადასცა

24-03-2023 20:29:34 ევროპა

კიევმა მოსკოვს ყველა მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადასცა,– იუწყება უკრაინის ტყვეებთან მუშაობის საკოორდინაციო შტაბი.

შტაბი განმარტავს, რომ ეს რეპატრიაცია იყო. ყველა დაჭრილი, რომელთა მდგომარეობაც ტრანსპორტირებას ექვემდებარებოდა, დააბრუნეს რუსეთში შემხვედრი პირობების გარეშე. საუბარია ხუთ პირზე. საერთაშორისო სამართლი მიუთითებს, რომ დაჭრილი ან ავადმყოფი ტყეები არ ექვემდებარებიან გაცვლას, ისინი სამკურნალოდ სამშობლოში უნდა დააბრუნონ.

"აგრესორ სახელმწიფოს, რომელიც სისტემატურად არღვევს საერთაშორისო ნორმებს, დღემდე დაკავებული ჰყავს ათასობით უკრაინელი მოქალაქე, მძიმე ავადმყოფები და დაჭრილი მოქალაქეები, ბავშვები და ქალები, მოხუცები, ასევე ისინი, ვინც ტყვედ ჩავარდა ფართომასშტაბიან შეჭრამდე“ - წერს საკოორდინაციო შტაბი და ხაზგასმით აღნინავს, რომ თითოეული მათგანის დეპორტაცია უნდა განხორციელდეს უპირობოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები