Accentnews.ge
ვასაძის მხარდამჭერები ლევან აკინის ფილმს "პლაკატებით" აპროტესტებენ, "მარში" კი დღევანდელ აქციაში არ მონაწილეობს

ვასაძის მხარდამჭერები ლევან აკინის ფილმს "პლაკატებით" აპროტესტებენ, "მარში" კი დღევანდელ აქციაში არ მონაწილეობს

09/11/2019 15:27:45 სხვა, საზოგადოება

ბიზნესმენ ვასაძის მხარდამჭერები ლევან აკინის ფილმს  "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ქვეყნის მასშტაბით არსებულ კინოთეატრებთან "პლაკატებით" აპროტესტებენ.

"დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ შტურმებს და აქედან გამომდინარე, დიდი ხალხი არ გვჭირდება და არ დავუძახეთ. ჩვენ პლაკატები დავბეჭდეთ და პლაკატებს მოვიტანთ ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომ ეს შეურაცხყოფაა ჩვენი ერის. ამ პლაკატებით წავალთ ყველა კინოთეატრის დარბაზთან“, – განაცხადა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ გურამ ფალავანდიშვილმა. 

რაც შეეხება "ქართულ მარშს", ულტრანაციონალისტური ჯგუფი არ მიიღებს მონაწილეობას ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ 9 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში.

როგორც "მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა მისი ჯგუფის მთელი შემადგენლობა სასამართლოშია და ესწრება 8 ნოემბრის დემონსტრაციის დროს დაკავებულების პროცესებს, "რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია". 

ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე 8 ნოემბერს 27 ადამიანი დააკავეს. აქედან, ბრეგაძის თქმით, 10-მდე ადამიანი "ქართული მარშის" წევრია, 7-ის სასამართლო კი უკვე გაიმართა.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, გეი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო. ფილმს საქართველოში 9 და 10 ნოემბერსაც უჩვენებენ და შსს აცხადებს, რომ წესრიგს ამ დღეებშიც დაიცავს.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ კინოთეატრებთან პოლიელები არიან მობილიზებულები. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S