
ჩინეთისგან შუამავლობის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია - ზელენსკი
25/03/2023 09:34:27 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთისგან შუამავლობის შესახებ შემოთავაზება არ მიუღია.
მისი თქმით, არც შეხვედრის შესახებ მიუღია შეთავაზება.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური არხების მეშვეობით მან პირდაპირ შეატყობინა პეკინს, რომ ჩინეთის ლიდერთან საუბარი სურს.
გამოცემის თქმით, ზელენსკიმ პეკინს უკრაინული 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისთვის შუამავლობისა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის თხოვნით მიმართა. ამავდროულად, ზელენსკიმ სკეპტიციზმი გამოხატა ჩინეთის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ და რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ ადგილზე “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა” უნდა იყოს.