
დანილოვი: „კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა“
26/03/2023 10:41:30 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის გეგმები ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე ამ ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა. მოსკოვის ეს ნაბიჯი ზრდის რუსეთისა და პუტინის ნეგატიური აღქმას ბელარუსის საზოგადოებაში", – წერს დანილოვი სოციალურ ქსელში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შაბათს განაცხადა. თქმით, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. პუტინმა თავისი გეგმები შეადარა აშშ-ის მიერ თავისი ბირთვული იარაღის ევროპაში განთავსებას და თქვა, რომ რუსეთი არ გადასცემს იარაღზე კონტროლს ბელარუსს. თუმცა, ეს შეიძლება, იყოს პირველი შემთხვევა 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ასეთ იარაღს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.