Accentnews.ge
პოდოლიაკი - პუტინი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე განცხადების გაკეთებით აღიარებს, რომ წაგების ეშინია

პოდოლიაკი - პუტინი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე განცხადების გაკეთებით აღიარებს, რომ წაგების ეშინია

26/03/2023 10:48:13 მსოფლიო

პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადების გაკეთებით ის აღიარებს, რომ წაგების ეშინია და რაც შეიძლება გააკეთოს არის ტაქტიკით შეშინება , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პუტინის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს დანაშაულში მონაწილეობას.

„მეორე. ის კიდევ ერთხელ აცხადებს დანაშაულში მონაწილეობას. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევა“, - წერს პოდოლიაკი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შაბათს განაცხადა. მისი თქმით, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. პუტინმა თავისი გეგმები შეადარა აშშ-ის მიერ თავისი ბირთვული იარაღის ევროპაში განთავსებას და თქვა, რომ რუსეთი არ გადასცემს იარაღზე კონტროლს ბელარუსს. თუმცა, ეს შეიძლება, იყოს პირველი შემთხვევა 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ასეთ იარაღს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S