
მედია: გერმანია ათობით რუსი დიპლომატის გასაძევებლად ემზადება
27/03/2023 06:34:35 ევროპა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ქეყნიდან იმ 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გასაძევებლად ემზადება, რომელიც აგენტურული ქსელის ჩამოყალიბების მცდელობაშია ეჭვმიტანილი, - იუწყება გამოცემა "Focus" გერმანიის უშიშროების ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ძალოვანები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები იყენებენ თავის დიპიმუნიტეტს დივერსიისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით გერმანელი პოლიტიკოსების, სამხედროების, სამეცნიერო და საქმიანი წრეების წარმომადგენლების გადასაბირებლად.
მათივე აზრით, სულ ამ საქმიანობით გერმანიაში რუსული დაზვერვის 160-მდე ოფიცერია დაკავებული - მეტი, ვიდრე "ცივი ომის" პერიოდში.
ცნობისთვის: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აპრილში გერმანიამ ქვეყნიდან 40 რუსი დიპლომატი გააძევა.
წყარომ რუსეთის საგარეო უწყებაში განუცხადა ТАСС-ს, რომ მოსკოვს "უკვე მზად აქვს ხისტი პასუხი" იმ შემთხვევისთვის, თუ ანალენა ბერბოკის განზრახვა რეალურად განხორციელდება, თუმცა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.