Accentnews.ge
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

27/03/2023 07:01:13 პოლიტიკა, სამართალი

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მოინახულეს.

დელეგაცია კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და გამოითხოვე დოკუმენტები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს. დელეგაცია ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით საკუთარ დასკვნას მოამზადებს და იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნის, თუმცა რეგლამენტიდან გამომდინარე დასკვნა საჯარო არ იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოქვეყნდება, თუ იუსტიციის სამინისტრო დელეგაციის რეკომენდაციებს არ შეასრულებს.

კომისიის წევრები სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის წევრებსაც შეხვდნენ. მათ ასევე მოინახულეს სხვა პატიმარი პაციენტებიც, რომლებიც "ვივამედის" კლინიკაში მკურნალობენ.

"მოვიდნენ, ჰქონდათ ნებართვა შესაბამისი დაწესებულებიდან. აქვთ თავისი სამუშაო გეგმა და მიყვებიან ამ გეგმას. გამოითხოვეს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია. ყველა სამედიცინო ისტორია გამოითხოვეს და მათზე მუშაობენ. ის, რაც კლინიკას შეუძლია გადასცეს, ყველაფერი იქნა გადაცემული. [კომიტეტმა] მოინახულა ყველა პატიმარი, ვინც ჩვენს კლინიკაში წევს."- განაცხადა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კომიტეტის დასკვნის შემდეგ "ხელისუფლება რაიმე რეაგირებას მოახდენს."

"მათ აინტერესებდათ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან კარგია, რომ სხვა პატიმრებიც მოინახულეს. დანარჩენის შეფასებას თვითონ გააკეთებენ. ჩვენთვის მათი ვიზიტის შესახებ გარკვეულწილად ცნობილი იყო. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება რაიმე რეაგირებას მოახდენს. რა დასკვნას გააკეთებენ კომიტეტის წევრები, წინასწარ მე არ ვიცი, დიდი მადლობა მათ ამ ვიზიტისათვის, მაგრამ წარმოუდგენელია სხვა რაიმე დასკვნა გაკეთდეს, გარდა იმისა, რომ დარღვეულია სააკაშვილის მკურნალობის ყველანაირი სტანდარტი და მეთოდი."- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S