Accentnews.ge
გერმანიის მიერ დაპირებული Leopard 2–ები უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის მიერ დაპირებული Leopard 2–ები უკრაინაში ჩავიდა

27/03/2023 15:08:38 ევროპა

გერმანიის მთავრობის მიერ დაპირებული Leopard 2–ის 18 ტანკი უკრაინაში ჩავიდა,– წერს Der Spiegel. ასევე, საბრძოლო მოქმედებების ზონაში Marder–ის ქვეითთა 40-მდე საბრძოლო მანქანა იქნა მიტანილი. გამოცემის ცნობით, ტანკები უკრაინას „იარაღის ვრცელი პაკეტით და სათადარიგო ნაწილებით“ გადაეცა. მიწოდების მარშრუტი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიწოდების შესახებ 25 იანვარს გამოაცხადა. მან თქვა, რომ პირველ ეტაპზე გერმანია 14 Leopard 2–ს მიაწვდის უკრაინას ბუნდესვერის მარაგებიდან და ასევე დაუშვებს სხვა ქვეყნებიდან რეეაქპორტს. ერთი თვის შემდეგ გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, ტანკების რაოდენობა 18-მდე გაეზარდა.

გეგმის მიხედვით, უკრაინას უნდა მიეღო Leopard 2-ის ორი სატანკო ბატალიონი - 60-ზე მეტი ერთეულით. ერთს გერმანია ჩამოაყალიბებს - უფრო მოწინავე Leopard 2A6-ებით, მეორეს პოლონეთი - Leopard 2AF-ებით. ვარშავის მიერ გაგზავნილი პირველი ტანკები უკრაინაში 24 თებერვალს ჩავიდა, განაცხადა რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა და დააკონკრეტა, რომ საუბარია ოთხ ტანკზე.

უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთისა და გერმანიის გარდა, ფინეთმა, კანადამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა, ნორვეგიამ, დანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ შეიარაღებულ ძალებს 31 „აბრამსის“ ტანკს მიაწვდის, ხოლო დიდი ბრიტანეთი 14 Challenger 2–ს. კიევი ელოდება, რომ სამხედროები მიიღებს სულ 320-მდე დასავლურ ტანკს.

20 მარტს ნორვეგიამ განაცხადა უკრაინისთვის 8 Leopard 2–ის მიწოდების შესახებ. იმავდროულად, უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის დაასრულეს წვრთნები ტანკების ამ მოდელებზე, – აღნიშნა CNN-მა ბუნდესვერის სარდლობის წარმომადგენელზე დაყრდნობით. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები ვარჯიშობდნენ ხუთი კვირის განმავლობაში კვირაში 6 დღე, დღეში 12-14 საათი. იწვრთნებოდნენ როგორც მძღოლები, მსროლელები, ტექნიკოსები, მეთაურები და ტექნიკური პერსონალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S