Accentnews.ge
ვასაძემ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა

ვასაძემ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა

10/11/2019 18:03:40 სხვა, საზოგადოება

ბიზნესმენმა და ულტრამემარჯვენე ძალების ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა. 

„უცნაურ რაღაცას ვიზამ და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან მე პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართველი ერისა. გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკითხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი, არ დამისვა. მე განცვიფრებული ვიყავით ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდით, მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ის რამდენიმე დღეა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს.

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მიმდინარეობს. კინოსეანსზე მოქალაქეები დაუბრკოლებლად შევიდნენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ამასთან, „ამირანის“ მოპირდაპირე მხარეს ფილმის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სადაც დეკანოზმა დავით ისაკაძემ პარაკლისი აღავლინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S