
ავარია რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე – არის მსხვერპლი
10/11/2019 18:08:04 სხვა, სამართალი
რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ცხრა წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი. ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი, ორი ადამიანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.