Accentnews.ge
NATO–ს თვითმფრინავები დაზვერვას ახორციელებენ შავი ზღვის თავზე

NATO–ს თვითმფრინავები დაზვერვას ახორციელებენ შავი ზღვის თავზე

28/03/2023 08:53:18 ევროპა

ნატოს თვითმფრინავები შავ ზღვაზე დაზვერვას ახორციელებენ, – იუწყება Flightradar24.

ამერიკული Lockheed EP-3E Aries II სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავს რუმინეთის სანაპიროსთან, Boeing P-8A Poseidon საპატრულო თვითმფრინავი – რუმინეთში, შავი ზღვის საჰაერო სივრცეზე მცირე წვდომით.

14 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ორმა რუსულმა სუ-27–ის გამანადგურებელმა გზა მოუჭრა ამერიკული სამხედრო სადაზვერვო დრონს ( MQ-9 Reaper). ინციდენტის შედეგად აშშ-მა დაკარგა დრონი, რომელიც ზღვაში ჩავარდა.

თეთრმა სახლმა რუსეთის ქმედებებს უწოდა „სახიფათო, არაპროფესიონალური და გიჟური“ და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ფრენას შავი ზღვის თავზე მოსკოვის გაფრთხილების გარეშე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მათ არ ჩამოუგდიათ დრონი და რომ „უეცარი მანევრირების გამო დაკარგა დრონმა სიმაღლე და შეეჯახა წყლის ზედაპირს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინციდენტის გამო რუსეთის ელჩი გამოიძახა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S