Accentnews.ge
როგორ გავიდნენ ფინელი სამართალდამცველები შემთხვევითობის წყალობით უმსხვილეს კრიმინალურ დაჯგუფებაზე

როგორ გავიდნენ ფინელი სამართალდამცველები შემთხვევითობის წყალობით უმსხვილეს კრიმინალურ დაჯგუფებაზე

28/03/2023 09:58:03 ევროპა

ფინეთში სამართალდამცავები შემთხვევითობის წყალობით გავიდნენ ნარკოდანაშაულში ჩართულ დიდ კრიმინალურ ჯგუფზე ტაქსის მგზავრთან მომხდარი ინციდენტის გამო, რომელსაც მგზავრობის დროს ჩაეძინა.

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენა სასწრაფო დახმარების სამსახურში ტაქსის მძღოლის ზარით დაიწყო. ტაქსის მძღოლმა ვერ აღვიძებდა რა მგზავრს, რომელსაც მომსახურეობის საფასური არ ჰქონდა გადახდილი, დახმარება ითხოვა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ მძინარე მგავრს თან თითქმის ნახევარი კილოგრამი ამფეტამინი ჰქონდა. პოლიცია ასე მივიდა იმ პირამდე, ვინც ხსენებულ მგზავრს ნარკოტიკი მიჰყიდა და ნიდერლანდების მოქალაქემდე, რომელმაც ამფეტამინი მიჰყიდა შუამავალს.

ამგვარად გამოავლინა გამოძიებამ ფინეთში ნარკოტიკების ტრაფიკისა და გავრცელების მსხვილი არხი, რომელსაც მართავდა კრიმინალური დაჯგუფება ნიდერლანდებიდან. ჯგუფის წევრთა ნაწილი მოქმედებდა საკუთარ ქვეყანაში, ნაწილი – ფინეთში.

გამოძიება თვლის, რომ ეჭვმიტანილებმა ფინეთში შეიტანეს მინიმუმ 59 კგ ამფეტამინი, 7 კგ კოკაინი, 78,000 აბი ექსტაზი და კიდევ 13,000 ამფეტამინი – ჯამში 660 000 ევროს ღირებულების. ეს ყველაფერი ჰაერის კომპრესორებში იმალებოდა.

ამ ეტაპზე 11 ეჭვმიტანილია იდენტიფიცირებული. მათგან ნაწილი ფინეთში, ნაწილი ნიდერლანდებში დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S