
ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა
11/11/2019 05:26:53 სხვა, მსოფლიო
საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი. პოსტები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებმა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და გუბერნატორებმა.
ხელისუფლების პირველი პირის უფლებამოსილება დროებით გადაეცა ბოლივიის სენატის ვიცე-სპიკერს ჟანინ ანიესს. მან მოიწვია პარლამენტის საგანგებო სესია, რომელზეც ოფიციალურად გაფორმდება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეთა გადადგომა. ჟანინ ანიესი გამოაცხადებს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღსაც.
ბოლივიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ოთხი დღით ადრე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი მაშინ, როცა წინასწარი შედეგები მეორე ტურის ალბათობაზე მიუთითებდა.
საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სამი ადამიანი და სამასამდე დაიჭრა.
გასული კვირის ბოლოს ევო მორალესი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, თუმცა, არმიამ და პოლიციამ მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც იძულებული გახდა თანამდებობდან გადამდგარიყო.