
ზელენსკი სუმში ჩავიდა
28/03/2023 14:35:27 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ვიზიტებს განაგრძობს და ამჯერად სუმის რეგიონის ქალაქებს, ახტირკას და ტროსტიანეცს ეწვია.
ახტირკაში ზელენსკიმ პატივი მიაგო ქალაქისთვის და მთელი უკრაინისთვის დაცემულ გმირებს მან გაიხსენა საბავშვო ბაღის დაბომბვა 2022 წლის თებერვალში და აღნიშნა, რომ ახტირკამ "მტრის სასტიკი დაბომბვის" შედეგად მძიმე დანაკარგები განიცადა.
"ჩვენი ქვეყნის სხეულზე არ დავტოვებთ ამ ომით მიყენებულ ჭრილობას. ჩვენ აღვადგენთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც განადგურდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ახტირკიდან უკრაინის მეთაური გაემგზავრა ქალაქ ტროსტიანეცში, სადაც გაეცნო რკინიგზის სადგურის რესტავრაციის პროექტებს და ქალაქის აღდგენით სამუშაოებს. ასევე ტროსტიანეცში მან ჯილდოები გადასცა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ერთი წლის წინ იცავდნენ და ათავისუფლებდნენ ქალაქს ოკუპანტებისგან. ზოგიერთი დამცველი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა.
წინა დღით ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად.