
ამჯერად კადიროვის არასრულწლოვანი შვილები დააჯილდოვეს
28/03/2023 15:08:29 კავკასია
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ვაჟებმა, 17 წლის ახმადმა და 15 წლის ადამმა მიიღეს სამკერდე ნიშნები "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის."ამის შესახებ ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის რესპუბლიკელმა მინისტრმა აჰმედ დუდაევმა განაცხადა.
უცნობია მათი კონკრეტული როლი, დუდაევმა მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები არიან და "მიჰყვებიან ბაბუის“, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამის, ახმად კადიროვის „ცნებებს“.
სამახსოვრო ნიშნები კადიროვის არასრულწლოვან შვილებს წარუდგინეს შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსლან ალხანოვმა და „როსგვარდიის“ ჩეჩნეთის განყოფილების უფროსმა შარიპ დელიმხანოვმა.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ კადიროვი დააჯილდოვეს მედლით „რესპუბლიკის დამსახურებული უფლებადამცველი.“