Accentnews.ge
დმიტრო კულება: "მშვიდობა ნებისმიერ ფასად, ილუზიაა"

დმიტრო კულება: "მშვიდობა ნებისმიერ ფასად, ილუზიაა"

28/03/2023 16:08:03 ევროპა

უკრაინაზე მეტად მშვიდობა სხვა არცერთ ერს არ სურს, მაგრამ მშვიდობა ნებისმიერ ფასად, ილუზიაა,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ “დემოკრატიის სამიტზე” განაცხადა.

კულებამ ბოდიში მოიხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სამიტზე გამოსვლა ვერ შეძლო, ვინაიდან, ქვეყნის ფრონტის ხაზთან მდებარე რაიონებს სტუმრობს.

“რუსეთი ცდილობს, უკრაინა გაანადგუროს. მისი აგრესია მხოლოდ უკრაინას არ ეხება – ის ცდილობს მსოფლიო წესრიგის დაშლას, რომელიც საერთაშორისო სამართალსა და გაეროს ქარტიაზე არის დაფუძნებული. 9 წელზე მეტი ჩვენი საუკეთესო შვილები არა მხოლოდ მომავლისთვის იბრძოდნენ, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს იცავდნენ. ამ ბრძოლაში ჩვენ მთელ დემოკრატიულ სამყაროს ვიცავთ”, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტირება მხოლოდ ყოვლისმომცველ სამართლიანობას შეუძლია:

“უკრაინელი ერი მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გარანტირებული იქნება რუსული აგრესიის სრული შეწყვეტა, რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინული “მშვიდობის ფორმულა” მოიცავს ომის დასრულების ყველა ამ სამართლიან პირობას”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S