
ლეკორნუ: ”პარიზი გადასცემს უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობას, ვაორმაგებთ ჭურვების მიწოდებას“
28/03/2023 16:37:43 ევროპა
საფრანგეთის მთავრობა კიევისთვის155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების ყოველთვიური რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს. ასევე, უკრაინის არმია მალე მიიღებს SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემას, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
”პარიზი გადასცემს უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობას: მარტის ბოლოდან ვაორმაგებთ 155 მმ-იანი ჭურვების მიწოდებას – 2000-მდე თვეში”, - თქვა მან.
დასავლური საარტილერიო დანადგარებისთვის საჭიროა 155 მმ კალიბრის ჭურვები. ფრანგმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში მიიღებს SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემას. უკრაინელმა სამხედროებმა მასზე სწავლება უკვე დაასრულეს.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას ზრდიან.
20 მარტს ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში უკრაინის არმიისთვის მილიონი 155 მმ-იანი საბრძოლო მასალას შეიძენენ. ევროკავშირს აქვს სამი მიდგომა: 1) მილიარდი ევრო დაუყოვნებლივ მიწოდებისთვის, 2) მილიარდი ევრო ერთობლივი შესყიდვებისთვის; 3) ინსტრუქცია საწარმოო სიმძლავრის გაზრდის შესახებ.