
გაჩეჩილაძეს, რომელიც რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს, შსს–დან დაუკავშირდნენ
28/03/2023 17:41:36 სამართალი
ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც , პროსახელისუფლებო POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს, ამბობს, რომ მას შსს–დან დაუკავშირდნენ.
„ორშაბათს [27 თებერვალი], საღამოს საათებში დამიკავშირდნენ მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ელექტრონულად მქონდა მიმართული და შემდეგ მთელი დღის გამმავლობაში ვაპელირებდი მათი მხრიდან უკონტაქტობაზე. დამიკავშირდა ქალბატონი. საკმად კარგი განწყბა დამრჩა, როგორიც უნდა გრჩებოდეს პოლიციასთან საუბრის შემდეგ, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ეს ასე არ არის და ამ ეტაპისთვის სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი“,– თქვა გაჩეჩილაძემ „ფორმულას“ ეთერში.
მისი ვარაუდით, შეხვედრა კვირის ბოლოს შედგება: „მთხოვეს ჩანაწერის სრულად მიწოდება“.
გაჩეჩილაძე ხაზგასმით აღნიშნავს, „პოლიციიდან დაკავშირება მოხდა იმიტომ, რომ მე, როგორც მოქალაქემ მოვითხოვე, დამკავშირებოდნენ. ეს მათი ინიციატივით არ მომხდარა“.
***სა
„შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას ასახავს. გაჩეჩილაძემ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, თქვა, რომ ის 5 წლის წინ თავად გააკეთა და შეიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას.
როგორც განიმარტა, ჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება, თუმცა „ფორმულას“ ცნობით, ის მძიმედ მოსასმენ ეპიზოდებს შეიცავს, ამიტომ, სრულად არ ასაჯაროებს და გამოთქვა მზადყოფნა, სამართალდამცავ უწყებებს გადასცეს.
„ფორმულას“ გავრცელებულ ჩანაწერში შემდეგი დიალოგი ისმის:
— ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ რა, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს.
— რატომ?
— დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ რა.
— ჰოდა, არ მევასება ეგ.
— რა არ გევასება, რა იცი, იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო? ტ*ნაურის დროს რომ გცემენ, გევასება?
— არა, ეგეთი კაცები არ ჩითავენ.
— ჩითავენ, მე ვარ ეგეთი.
— ხო, მაგრამ თქვენთან არ მინდა სექსი.
– გასაგებია, რომ არ გინდა. ჯერ ეს ერთი, როგორ არ გინდა, გინდა, მაგრამ არ გინდა.
— არ მინდა, იმენა არ მინდა.
„ფორმულას“ ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უახლოვდება და შეხებას ცდილობს. ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი — 47 წლის:
– არა, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები
— ნუ იქცევი იმასავით… არ გიყვარს, როცა მამაშვილურად გეფერებიან?
ჩანაწერში ასევე ისმის სავარაუდოდ შალვა რამიშვილის რეპლიკა, რომ ნებისმიერი პირველი ღიმილი სექსზე თანხმობას ნიშნავს.
როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, აქამდე ჩანაწერი საჯარო იმიტომ არ გახადა, რომ „ამ სახემწიფოს ფარგლებში არ მქონია მცირე იმედიც, კი რომ რამიშვილი იქნებოდა დასჯილი, თუნდაც, ადეკვატურად და სამართლიანად გაანალიზდებოდა ის. ახლა, ტალღამ, რაც დაიწყო მაკომ [ჯაბუა], და სხვა ქალებიც ჩაერთნენ, მაიძულა, მეთქვა“.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე ქალმა საჯაროდ განაცხადა, რომ სხვადასხვა დროს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების სამიზნეები გახდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შალვა რამიშვილს ედავებიან სექსუალურ შევიწროებას – 2018 წელს მას თათია სამხარაძის „სექსუალური შევიწროების ფაქტი“ დაუდასტურდა – თბილისის საქალაქო სასამართლომ კი რამიშვილს 2 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ შალვა რამიშვილმა „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მიმართა მათ, ვინც „ასეთი საუბრები გამოაქვეყნა“ და წერს, რომ „ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან“ და მათი „წარსულის კარადაც“ გაიხსნება:
„დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო. დღეს ბრბოს წყურვილი დააკმაყოფილეთ, მაგრამ ვერც კი ხვდებით, რომ ჯინი ამოუშვით ბოთლიდან. თქვენ რა… მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა — არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება. აგერ სამხარაძეც ხო იქაა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია. ერთი კი ალალი ბოდიში მაქვს მოსახდელი ოჯახთან… თქვენს ჯოჯოხეთს კი დაველოდები „წმინდანებო”, ოღონდ მშვიდად… თან რომ საქმის კეთებას გავაგრძელებ ისე“.