
11 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
11/11/2019 05:46:24 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები 11 ნოემბრისთვის ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მზიან ამინდს პროგნოზირებენ. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 23 გრადუსს მიაღწევს, მინიმალური კი 6 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში ტემპერატურა 18 გრადუსს მიაღწევს, მინიმალური კი 9 გრადუსი იქნება.