
"უკრაინული დრონების პირველი სამი დამრტყმელი ასეული უკვე მზად არის ბრძოლისთვის"
28/03/2023 19:04:53 ევროპა
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი სამი დამრტყმელი ასეული.
"დღეს, პირველი უპილოტო საფრენი აპარატის სამი დამრტყმელი ასეული უკვე მზად არის ბრძოლისთვის. პარტნიორებთან ერთად ისინი სრულად დაკომპლექტდნენ. ყველა თვითმფრინავი უკრაინული წარმოებისაა. აღჭურვილობა „დრონების არმიის“ თვითმფრინავისათვის კერძო დონორმა კომპანიებმა შეიძინეს“, - წერს ფედოროვი ტელეგრამის არხში და დასძინა, რომ დრონები სადაზვერვო და შეტევით ამოცანებს განახორციელებენ.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა „დრონების არმიის“ შექმნის შესახებ.
როგორც იუწყებიან, თითოეული ასეულისთვის გათვალისწინებულია დრონები და საბრძოლო მასალა, Starlink-ი და სხვა საჭირო აღჭურვილობა.