
ერდოღანის აშშ–ში ვიზიტის პარალელურად თურქეთს შესაძლოა, სანქციები დაუწესონ
11/11/2019 05:58:21 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრამდე, რომელიც 13 ნოემბერს უნდა შედგეს, შესაძლოა, აშშ-მა თურქეთს რუსეთიდან იარაღის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესოს.
„თუ თურქეთი არ იტყვის უარს რუსეთისგან „ეს 400-ის“ შესყიდვაზე, სავარადუდოდ ანკარის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა. მისი თქმით, არ არის ადგილი რუსული იარაღისთვის.