Accentnews.ge
სირიაში, თურქების პატრულირების ზონაში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, თურქების პატრულირების ზონაში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

11/11/2019 06:09:25 სხვა, მსოფლიო

სირიაში ბომბის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ჩრდილოეთ რეგიონში მოხდა, რომელსაც თურქული ჯარები და მათი მოკავშირე სირიის აჯანყებულები აკონტროლებენმ,– იუწყება „ალ ჯაზირა“.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მომხდარში ქურთი მებრძოლები დაადანაშაულა.

„8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 20-ზე მეტი დაიჭრა, როდესაც ავტომობილში ბომბი აფეთქდა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია სირიაში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი ლიდერების დაჟინებული მოთხოვნის ფონზე შეწყვიტა. ამჟამად, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში თურქეთისა და რუსეთის სამხედრო მილიცია ახორციელებს კონტროლს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S